ხელოვნება და კულტურა

ნინო ფოჩხუა: რატი ამაღლობელი არის უსინდისო! რომ ჰკითხო, ევროპულ საქართველოში უნდათ ცხოვრება

“ამათ რომ ჰკითხო, ევროპულ საქართველოში უნდათ ცხოვრება. უნდათ ის გარემო, ის ფასეულობები, ის კანონები, მაგრამ საქმით სულ სხვა რამე უნდათ. უნდათ იმ ჭაობში დაბრუნება, საიდანაც ნელ-ნელა ამოვდივართ. კორუფცია, ნეპოტიზმი ხომ იმ წარსულის შემადგენელი ნაწილია“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა რატი ამაღლობელის ფეისბუქ პოსტს.

“ აიღონ აუდიტის დასკვნა, დამალული ხომ არ არის, ნახონ და განცხადებები მერე აკეთონ ამ უსინდისო ადამიანებმა. აი, ეს ჩვენი საამაყო ქართული კინო, ნიჭიერი ადამიანებით და მომავალი ახალგაზრდა რეჟისორებით, ოპერატორებით, მხატვრებით, რატომ ყოფილან უძრაობაში, თურმე განუკითხაობა ხდებოდა კინოცენტრში. რაც შეეხება თეა წულუკიანს, ქალი კი არა კაცებიც ცოტა გვყავს თეას მსგავსი. ჩემი დიდი პატივისცემა მას და გაძლება ამდენი მანქურთის გარემოცვაში. რატი ამაღლობელი კი არის უსინდისო!”-წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ცნობისთვის, პოეტმა რატი ამაღლობელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, საქართველოს კულტურას იგივეს უკეთებს თეა წულუკიანი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,514 ნახვა
%d bloggers like this: