უცხოური მედია

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის სადგურის ენერგომომარაგება ისევ დააზიანეს

ჩერნობილის ავარიული ელექტროსადგურის ენერგომომარაგება რუსმა ოკუპანტებმა ისევ დააზიანეს. ამის შესახებ „უკრენერგო“ იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„უკრენერგო“ იუწყება, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგანაც ჩერნობილის სადგურს დენი მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს. ასევე, ელექტროენერგიის გარეშეა ქალაქი სლავუტიჩიც.

„უკრენერგოს“ სარემონტო ბრიგადამ 13 მარტს ჩერნობილი სადგურისთვის ელექტრომომარაგება აღადგინა. სამუშაოები 19.00 საათისთვის დასრულდა, მაგრამ მისი ამოქმედება ვერ მოხერხდა, რადგანაც ოკუპანტებმა ეს ხაზი შემდეგ ისევ დააზიანეს.

ახლა „უკრენერგოს“ წარმომადგენლები იძულებულები არიან კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაემგზავროს, რათა  დაზიანებული ხაზი გაარემონტოს.

„უკრენერგოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩერნობილის ავარიული ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება არა მარი უკრაინისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამით გამოირიცხება იმ კატასტროფის მსგავსის გამეორება, რომელიც აქ 1986 წელს მოხდა. 

Facebook Comments Box
თეგები

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,200 ნახვა
%d bloggers like this: