უცხოური მედია

ხარკოვის მერი: ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა. მაშინვე ვუთხარი ხარკოველებს, რომ თბილისის მერი ჩვენს გვერდით არის ისევე, როგორც მთელი საქართველო

Nusagi

„იმედის კვირამ“ ხარკოვის მერთან ინტერვიუ ჩაწერა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი უკვე მეთვრამეტე დღეა რუსი ოკუპანტების სამიზნეა. იგორ ტერეხოვმა ქალაქში არსებულ სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამხნევებს თბილისელი კოლეგა კახა კალაძე.

„ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად. მაშინვე ვუთხარი ხარკოველებს, რომ თბილისის მერმა დარეკა და გვითხრა, რომ ჩვენს გვერდით არის ისევე, როგორც მთელი საქართველო და მზადაა დაგვეხმაროს რითაც შეძლებს.

ჩვენ, ხარკოველებს ყოველთვის თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან, საქართველოსთან. მე ხშირად ჩამოვდივარ თბილისში. ჩვენც, დღესასწაულებზე ყოველთვის გვსტუმრობენ დელეგაციები საქართველოდან. ხარკოვშია საქართველოს საპატიო საკონსულო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კახას ზარი. მინდა ქართველ ხალხს მივმართო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. მხარს უჭერს მას სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველოს და უკრაინის მეგობრული და თბილი ურთიერთობები გაგრძელდება სულ, როგორც ეს ყოველთვის იყო“, – განაცხადა ტერეხოვმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,073 ნახვა
%d bloggers like this: