ეკონომიკა

ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით, ტელეარხებიდან ბევრი „ჭკვიანი სახით“ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ღვინის ექსპორტთან დაკავშირებულ მონაცემებზე წერს.

„ბოლო დღეებში რამდენჯერმე მომიწია ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ამ ყველაფრის ახსნა, მით უფრო, რომ ტელეარხებიდან ბევრი „ჭკვიანი სახით“ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, და აქაც დავწერ?

მცდარია მოსაზრება, რომ 2006 წლის ეკონომიკური ემბარგოს პირობებში საქართველომ უახლოეს წლებში აინაზღაურა დაკარგული ბაზარი. თუ 2005 წელს (ემბარგომდე) საქართველოს ექსპორტზე გაჰქონდა 81 მლნ დოლარის ღვინო, 2006 წელს 41 მლნ $ ღირებულების გაიტანა, 2007 წელს – 29 მლნ $, 2008 წელს – 37 მლნ $ , 2009 წელს – 32 მლნ $, 2010 წელს – 41 მლნ $ აქვე გაითვალისწინეთ, რომ ემბარგოს დადებისთანავე ქართველი მწარმოებლების ექსპორტირებული 30-35 მლნ დოლარის ღვინო განადგურდა რუსეთში და ეს ზარალი სათითაოდ ყველა მწარმოებელს დააწვა

ღვინის ექპორტის პირვანდელ მასშტაბს მხოლოდ 2013 წელს გადავაჭარბეთ, როცა ემბარგო ღვინის შეტანაზე მოიხსნა და ღვინის ექსპორტმა 128 მლნ $ შეადგინა (46 მლნ ბოთლი) დღეს ღვინის ექსპორტი 107 მლნ ბოთლი და 250 მლნ დოლარია, მათ შორის ყველაზე დიდი წილი მოდის შემდეგ ქვეყნებზე: რუსეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ჩინეთი, ყაზახეთი.

სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2021 წელს, როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, ისე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 16%-ით არის გაზრდილი მიუხედავად იმისა, რომ საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა და აღემატება სხვა საექსპორტო ქვეყნების მონაცემებს, ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით.

ამ ყველაფრის პარალელურად კი ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი 34% (7003031), ჩინეთი 29% (5934937), აშშ 19% (1084278), გერმანია 28% (892348), ლატვია 19% (1900519), ლიეტუვა 45% (986740), იაპონია 12% (197638) და დიდი ბრიტანეთი 71% (736391)“,-წერს ნინო წილოსანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,228 ნახვა
%d bloggers like this: