უცხოური მედია

3 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე – რუსებმა ახტირკაში საცხოვრებელ კორპუსებზე საჰაერო იერიში მიიტანეს

სუმის რაიონში დაბომბვას სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას 

„არ არის კარგი დილა ქალაქ ახტირკაში… ღამით იყო საჰაერო დაბომბვა კერძო სექტორზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, სადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ჩემს უკან სახლები იწვის“, – განაცხადა ახტირკას მერმა.

მისი თქმით, მაშველები  ნანგრევების ქვეშ გადარჩენილებს ეძებენ.

ქალაქის მერი პაველ კუზმენკო ცის დახურვას  მოითხოვს. 

„მთელ მსოფლიოს ვაჩვენებ, რას გვიკეთებს მტერი, რომ ის გვანადგურებს და გვბომბავს, მას შეუძლია მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლა“, – აცხადებს  პაველ კუზმენკო.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,505 ნახვა
%d bloggers like this: