პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სიფრთხილე ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური მიზანია, ერთი შეცდომაც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს

Nusagi

„სიფრთხილე ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური მიზანია, ერთი შეცდომაც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, არავინ იფიქროს, რომ თუ ეს სამშობლოს დასჭირდება ვინმე სახლში დარჩება.

„მძიმეა უკრაინაში მდგომარეობა, მშვიდობიან მოსახლეობას შორის ასამდე ბავშვია დაღუპული, უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ უკრაინას უფრო მეტი სჭირდება, როგორც ჩანს შეძახილები და სანქციები არ არის საკმარისი, საქართველომ ეს ყველაზე უკეთ იცის, რადგან 2008 წელს ძალთა ბალანსი, კიდევ უფრო დიდი სხვაობით იყო, ვიდრე დღეს უკრაინაში. თანადგომაც უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღეს უკრაინაში, მოწინააღმდეგე იგივეა, ხოლო საქართველო ათჯერ ნაკლები ძალით იცავდა თავს. სწორედ ამიტომ ფრთხილობს ხელისუფლება, რომ მწვავე დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყანა, ისევ სისხლისმღვრელ ომში არ ჩაებას, ამ სიფრთხილის ზღვარზე სიარული შიგნიდან უფრო ჩანს, ვიდრე გარედან, ზოგჯერ გარედან ემოცია ჭამს გონივრულობას, ხშირად მეც მგონია, რომ რაღაცას ვაკლებთ და ზოგჯერ ვაჭარბებთ კიდეც. დღეს ყველაზე დიდი გმირობა იმ ბეწვის ხიდზე გავლაა, რომელზედაც საქართველო დგას, ბრძოლის ველზე გმირული ემოციების სიმწირეს არასოდეს უჩიოდით, გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილებების სიმწირეს კი ხშირად. ბუნებრივია სიფრთხილე ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური მიზანია, ერთი შეცდომაც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, მაგრამ არც ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იქცეს სიფრთხილის მსხვერპლად, ფუჭად გასაწირი სიცოცხლე საქართველოს ნამდვილად არ აქვს. მაგრამ არავინ იფიქროს, რომ თუ ეს სამშობლოს დასჭირდება ვინმე სახლში დარჩება, ყველამ დავინახეთ, რომ ვინმეს გულისთვის ხალხი ქუჩაში არ გამოდის, მაგრამ თუ ქვეყანას დასჭირდა, დაუძახებლადაც, მთელი საქართველო დადგება იქ სადაც უნდა იდგეს, ეს ქვეყანა სწორედ ამ წესით მოვიდა აქამდე და სწორედ ამის იმედად გააგრძელებს ცხოვრებას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ პარლამენტში დაანონსებული ჰუმანიტარული აქცია ისევ გრძელდება და შემოუერთდნენ –  „პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, ჩვენ თითოეული დეპუტატის დანაზოგით შევიძინეთ პირველადი საჭიროების სამედიცინო პროდუქტი და ყველა ის ნივთი, რომელიც საჭიროა ბრძოლის ველზე, მინდა ოპოზიციას მოვუწოდო შემოუერთდით ამ აქციას, ეს არის რეალური საქმე და რეალური საშუალება, ვიდრე მხოლოდ განცხადებების კეთება“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,422 ნახვა
%d bloggers like this: