პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ზურაბიშვილზე: გუშინდელი გამოსვლით, სადაც მან აშკარად გადაკვეთა “წითელი ხაზები” მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში

Nusagi

სავსებით გასაგებია, რომ ეს რეაგირების გარეშე არ და ვერ დარჩებოდა და ამიტომაც ნურავის გააკვირვებს განცხადების ხისტი ტონი ,,ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა რომ ზურაბიშვილის “მარგველიზაცია” ვიხილო.’’ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე წერს, მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს.

“ქართულმა ოცნებამ” საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღო მის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისათვის. აღარ ჩამოვთვლი დეტალებს. თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაცას აპირებს და თვლის რომ კარების ხმაურით გამოჯახუნება ამის საუკეთესო საშუალებაა, ის ძალიან ცდება. ეს არ ჯდება ევროპულ პოლიტიკურ კულტურაში. გუშინდელი გამოსვლით, სადაც მან აშკარად გადაკვეთა “წითელი ხაზები” მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში. სავსებით გასაგებია, რომ ეს რეაგირების გარეშე არ და ვერ დარჩებოდა და ამიტომაც ნურავის გააკვირვებს განცხადების ხისტი ტონი. ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა რომ ზურაბიშვილის “მარგველიზაცია” ვიხილო. მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს.’’ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,436 ნახვა
%d bloggers like this: