პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანებულო მეგობრებო! თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს

მეგობრებო – უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანებულო მეგობრებო! თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს – რუსული პროპაგანდის სამსახურში ხართ! ,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდის ამოცანა არ არის ვინმეს დაუმტკიცოს, რომ რუსეთი კარგია. რუსული პროპაგანდის ამოცანაა დაამტკიცოს, რომ ყველა ერთი ნაგავია. დასავლეთი და რუსეთი – ერთი ნაგავია. პოლიტიკური სპექტრი – ერთი ნაგავია! მტყუან-მართალი არ არსებობს და ყველაფერი მოსულა!

„ასე და ამგვარად ხდება პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესის მიმართ ხელის ჩაქნევა – თუ ყველა ერთი ნაგავია, მოქალაქემ არჩევანის გაკეთებით თავი რატომ უნდა შეიწუხოს? ადგება და ჩაიძირება სტატუს კვო ჭაობში! ასე რომ აი თქვენ – ყველა! სალომეთი აღფრთოვანებული მოქალაქეები! ყველა, ვინც საკუთარ აღფრთოვანებას იმით ამართლებთ, რომ ყველა სალომესნაირი ნაგავია, ყველა საკუთარ სამშობლოს აბრალებს ომის დაწყებას, ყველა დავით გარეჯის სამარცხვინო საქმეში იღებს მონაწილეობას და უდანაშაულო მეცნიერებს რეპრესიებს უწყობს ბოლშევიკურ ტრადიციებში, ყველა ცილისმწამებელია, ყველა დეკორაციაა… აი ყველა ხართ პუტინის სასარგებლო იდიოტები და ხართ რუსეთის სამსახურში.

ასეთი სამწუხარო ამბავია! თქვენ, ვისაც ტვინის გამოყენება გეზარებათ და საკუთარი სუსტი ნებისყოფის გამართლებას იმით ცდილობთ, რომ მაინც ყველა ერთი ნაგავია – ყველანი ხართ პუტინის რუსეთის სამსახურში. თქვენ, ვისაც ტვინის გამოყენება გეზარებათ და სრულიად უადგილოდ იწყებთ ბიბლიის გაუპატიურებას – “პირველი ქვა იმან ისროლოს…. ” თქვენზე, განუკითხავებზე, მართალსა და მტყუანს შორის ზღვრის წამშლელებზე, თეთრსა და შავს შორის განსხვავების წამშლელებზე დგას პუტინის რუსეთი!

ეს არის ის რაც ორუელმა ასე კარგად აღწერა 1984-ში და ცხოველების ფერმაში – წაშლილი ისტორია! განადგურებული საზოგადოება! და ერთმანეთში აზელილი ღორები და ადამიანები“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,610 ნახვა
%d bloggers like this: