პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: პრეზიდენტი რომ კონსტიტუციას ყველაზე მეტად უნდა იცავდეს და არა- არღვევდეს, უბრალო ჭეშმარიტებაა

Nusagi

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება, არ მოგწონდეს ოპოზიცია, ეს ნებისმიერის, პოლიტიკური გემოვნების საკითხია, გასაგებია, რომ გქონდეს ე.წ. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შორსმიმავალი პოლიტიკური პრეტენზიები და გეგმები, მაგრამ პრეზიდენტი რომ კონსტიტუციას ყველაზე მეტად უნდა იცავდეს, და არა არღვევდეს, ეს უბრალო ჭეშმარიტებაა!“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით კონსტიტუცია უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონია, საქართველოს პრეზიდენტი კი, მისი აღსრულების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი უნდა იყოს, რომლის დარღვევა და უპატივცემულობა, სწორედაც მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

„ გუშინ, ქალბატონი სალომე ზურაბაშვილის საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა, კონსტიტუციის გარკვეული მუხლების დარღვევის ფაქტებით დადასტურდა. შეიძლება არ მოგწონდეს, ხელისუფლება, არ მოგწონდეს ოპოზიცია, ეს ნებისმიერის, პოლიტიკური გემოვნების საკითხია, გასაგებია, რომ გქონდეს ე.წ. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შორსმიმავალი პოლიტიკური პრეტენზიები და გეგმები, მაგრამ პრეზიდენტი, რომ კონსტიტუციას ყველაზე მეტად უნდა იცავდეს, და არა არღვევდეს, ეს უბრალო ჭეშმარიტებაა!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,562 ნახვა
%d bloggers like this: