საგარეო პოლიტიკა

რატომ გაუჭირდება რუსეთს კიევის აღება? უკრაინელი გენერლების განმარტება

უკრაინელი გენერლები, რომლებიც კიევის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, ამბობენ, რომ უკრაინული მხარე ყველა ძალით ცდილობს არ დაუშავეს, რომ კიევი საარტილერიო ცეცხლის ზონაში მოხვდეს, ამასთანავე ქალაქზე სარაკეტო იერიშები შესაძლებელია და საკმაოდ საშიშია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

14 და 15 მარტს რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს დაეცათ. დაიღუპნენ ადამიანები, ბევრი უსახლკაროდ დარჩა. დაღუპული მეტი იქნებოდა, თუმცა ადამიანები იმან გადაარჩინა, რომ ისინი სარდაფებს აფარებდნენ თავს.

საბედნიეროდ, კიევის ცენტრზე ეს შეტევები, უკრაინის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, არ განხორციელებულა. სხვა ქალებში საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს ბევრი ადამიანი შეეწირა.

უკრაინელ სამხედროებს კარგად ესმით, რომ რუსეთის შეტევების მთავარი მიზანი სწორედ კიევია. მის დაცვაში გენერლებს ადგილობრივი რელიეფიც ეხმარება. ქალაქი გარშემო ბევრი მდინარეა, როგორც თავად დნეპრი, ასევე მისი მრავალი შენაკადი. ასევე აქ მრავლადაა ჭაობები, რომელთა გადალახვა ძალზე რთულია. ამ პირობებში ძალთა მასიური გადაადგილება რთულია.

„ერთი მხრივ, კიევის დაცვა საკმაოდ რთულია, რადგანაც ის დიდი, მაგრამ, მეორე მხრივ, პლუსებიც არსებობს. აქ არის მდინარეები, ხიდები,  ჭაობები. ეს ყველაფერი ჩვენმა ძალებმა დამცავ ზღუდეებად აქცია. “- ამბობს გენერალი ანდრეი კრიშენკო.

კიდევ ერთი უპირატესობა, გენერლის თქმით, არის ის, რომ კიევი სამრეწველო ქალაქია და იქ ბევრი ქარხანა და ფაბრიკაა. ისინი თავდაცვისთვის აუცილებელ მასალებს აწარმოებენ – ბეტონის ბლოკებს, ქვიშის ტომრებს და ტანკსაწინააღმდეგო დამცავ ნაგებობებს.

მტრის შეტევა ორი მიმართულებით იყო გაჩერებული – აღმოსავლეთიდან  და ჩრდილო-დასავლეთიდან, კერძოდ, 64 კილომეტრიანი სამხედრო კოლონის მოძრაობა გააჩერეს, რომელიც კიევის ჩრდილოეთით ომის პირველ დღეებში დააფიქსირეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად კოლონა დაიშალა, მიმდებარე ტყეებში არის დამალული და ჯერჯერობით საფრთხეს არ წარმოადგენს.

ყველა სტრატეგიული ხიდი აფეთქებულია. რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვეითები მდინარე ირპენის მეორე ნაპირზე იმყოფებიან, მაგრამ მდინარეზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ. თუ ისინი პონტონის ხიდების აგებას შეეცდებიან, მაშინვე გავანადგურებთ“ – ამბობს გენერალი კნიაზევი.

ცნობისთვის, სამხედრო ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსული ძალები კიევის აღებას ომის დაწყებიდან 3-4 დღეში გეგმავდნენ. ამისთვის მედესანტეებმა გოსტომელის აეროდრომი აიღეს და იქ მედესანტეების დიდი ჯგუფების მიღებას ცდილობდნენ, რათა შემდეგ კიევზე შეტევა დაეწყოთ, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამჟამად გოსტომელის აეროდრომი ფაქტობრივად განადგურებულია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,225 ნახვა
%d bloggers like this: