საგარეო პოლიტიკა

15 წლიანი სასჯელის მოლოდინში – რუსი ჟურნალისტის მარინა ოვსიანიკოვას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსკიანიკოვა, რომელიც რუსეთის პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დროს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, ნაპოვნი არ არის.

როგორც ჟურნალისტის ადვოკატი დანიილ ბერმანი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, ამ დრომდე უცნობია მის დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელი. 

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მარინა ოვსიანიკოვა რომელიღაც რაიონულ განყოფილებაში იყოს გადაყვანილი ან შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს. „მიდი და იპოვე“ – ასეთია ამათი სქემა. 

ადამიანი სადღაც მიჰყავთ, ადვოკატის გარეშე სკამზე სვამენ და ეუბნებიან, თუ აღიარებ და ითანამშრომლებ  შინაპატიმრობას მიიღებ და პირობით სასჯელს. არ აღიარებ – აღმოჩნდები ციხეში და მიიღებ 15-წლიან სასჯელს.

ადამიანი, რომელსაც სამართლის სფეროში განათლება არ აქვს, სავსებით შესაძლებელია გამოძიებასთან თანამშრომლობა და აღიარება აირჩიოს.  ამაში ვინმეს დადანაშაულება შეიძლება? სასწორზე არა 15 დღე, არამედ 15 წელი დევს“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში. 

ამასთან, მისივე თქმით, „მარინას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ადმინისტრაციული წესით დაკავება შეუძლებელია, მაგრამ წესები აღარ არსებობს, ამიტომ ესეც შესაძლებელია“. 

შეგახსენებთ, 14 მარტს რუსეთის პირველის არხის მთავარი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა „ვრემიას“ ეთერში მიმდინარეობის დროს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ტრანსფარანტით გამოჩნდა. 

მოგვიანებით კი რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოვსიანიკოვა დააკავეს. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,223 ნახვა
%d bloggers like this: