უცხოური მედია

აშშ-მა რუსეთი უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ გააფრთხილა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა რუსეთი უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ გააფრთხილა. თეთრი სახლის განცხადებით ჯეიკ სალივანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის რუს კოლეგასთან, ნიკოლაი პატრუშევთან.

სალივანმა პატრუშევს განუცხადა, რომ თუ რუსეთი სერიოზულად განწყობილია დიპლომატიის მიმართ, მაშინ მან უნდა შეწყვიტოს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა.

11 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

„სადაზვერვო ინფორმაციაზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ ქიმიურ საშუალებებს გამოიყენებს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,228 ნახვა
%d bloggers like this: