პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი პირდაპირ თუ ირიბად პრეზიდენტმა თავად დაადასტურა მაშინ, როცა თქვა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და არა ოფიციალური

კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი პირდაპირ თუ ირიბად პრეზიდენტმა თავად დაადასტურა მაშინ, როცა თქვა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და არა ოფიციალური. ეს იმას ნიშნავს, რომ გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ოფიციალური ვიზიტით მთავრობის გარეშე წასვლა იყო კონსტიტუციის დარღვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„ვინ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე კერძო საკითხებზე იყო საუბარი. გარდა ამისა, 5 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზად დასახელდა ის, რომ პრეზიდენტს სურდა, იმ ვიზიტებზე ესაუბრა, რაც მას ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა. კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად დადასტურებული და არ მგონია, რომ ამაზე დამატებითი კითხვები გაჩნდეს, ეს ვიზიტი ოფიციალური იყო თუ კერძო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშრებით განცხადებაგაავრცელა. „მთავრობა იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,228 ნახვა
%d bloggers like this: