Uncategorized

ნინო ფოჩხუა: მერე რა, რომ ივანიშვილს ბევრ ქვეყანაში ჰყავს მეგობარი და ამ ტელე-ქილერებისგან განსხვავებით დიდი პატივსაც სცემენ – ევტუშენკო პუტინისგან სამაგალითოდ დასჯილი ბიზნესმენია

,,ერთ გადაბრუნებულ სიტყვაზე რუსეთუმე რომ ხარ გასაგებია, დაბადების დღის მილოცვასაც თუ ამ კატეგორიაში გაიყვანდა უწიგნურთა და უნიჭოთა ტელევიზია, არ ველოდი” – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ჩანაწერს.

როგორც ფოჩხუა წერს – ეტყობა ეგონათ, იარაღის შექმნაზე და პუტინისთვის ფარულად მიწოდებაზე ჰქონდა კომუნიკაცია ორ მეგობარს.

,,ერთ გადაბრუნებულ სიტყვაზე რუსეთუმე რომ ხარ გასაგებია, დაბადების დღის მილოცვასაც თუ ამ კატეგორიაში გაიყვანდა უწიგნურთა და უნიჭოთა ტელევიზია, არ ველოდი. მერე რა, რომ ივანიშვილს ბევრ ქვეყანაში ჰყავს მეგობარი და ამ ტელე-ქილერებისგან განსხვავებით დიდი პატივსაც სცემენ. მერე რა, რომ ევტუშენკო პუტინისგან სამაგალითოდ დასჯილი ბიზნესმენია, შინაპატიმრობა აქვს გამოვლილი და ქონება წართმეული. აქ მთავარია რუსული გვარი და რუსულად მილოცვა დაბადების დღეს. რას დაემსგავსნენ ეს მართლა გონებაშეზღუდულები, ერთ უცხო სიტყვას ვერ იმახსოვრებენ და რა რუსული ტექსტი თარგმნონ. ეტყობა ეგონათ იარაღის შექმნაზე და პუტინისთვის ფარულად მიწოდებაზე ჰქონდა კომუნიკაცია ორ მეგობარს.” წერს ფოჩხუა Facebook -ზე.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, ინტერნეტსივცეში ,,კიბერკამარას” სახელით გავრცელდა საუბარი და “კიბერკამარას” მტკიცებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოს სატელეფონო ჩანაწერი.

“არ შემეძლო რომ არ მომელოცა, ძალიან მიყვარხარ, როგორ დაგპირდი, გაზაფხულზე ჩამოვალ და ვნახავ რას აშენებ. არ დაივიწყო, რომ ჩემი სახით კარგი მეგობარი გყავს” – ისმის ვიდეოში სიტყვები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,690,583 ნახვა
%d bloggers like this: