Uncategorized

ალუდა ღუდუშაური: ვიღაცებს ეტყობა დაავიწყდათ, რომ უწყების ხელმძღვანელები გვამებს ითხოვდნენ 

მინდა, ზოგიერთი გზააბნეული პოლიტიკოსის გასაგონად ვთქვა: ეს მარტო ანგარიში არ არის – ვიღაცებს დაავიწყდათ, რომ პოლიცია იყო ზუსტად როგორც სადამსჯელო ღონისძიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ვიღაცებს ეტყობა დაავიწყდათ, რომ დიახ, უწყების ხელმძღვანელები ითხოვდნენ გვამებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ბევრი ქმედება გახდა კიდევ უფრო მეტად კრიმინირებული.

„მე მინდა ზოგიერთი გზააბნეული პოლიტიკოსის გასაგონად ვთქვა: ეს მარტო ანგარიში არ არის მეგობრებო, კოლეგებო. იმათ ვისაც არ გინდათ რეალობის დანახვა, ამის უკან დგას ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე, რომელიც შეიძლება აქ არ იყოს. აქ მოვისმინეთ, არმაზ ახვლედიანი ამბობდა, რომ პარტიულ პოლიციად აქციეთ პოლიციაო, პირიქით, მინდა მადლობა გითხრათ პირადად თქვენ, თითოეულ პოლიციელს. დღეს პოლიცია არის ხალხთან ერთად, ხალხის და საქართველოს პოლიცია, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. ვიღაცებს დაავიწყდათ, როგორ ესროდნენ და როგორ ერთობოდნენ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე „კისტის თოფის“ დამიზნებით. ვიღაცებს დაავიწყდათ ეს. ვიღაცებს დაავიწყდათ, რომ პოლიცია იყო ზუსტად როგორც სადამსჯელო ღონისძიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ვიღაცებს ეტყობა დაავიწყდათ, რომ დიახ, უწყების ხელმძღვანელები ითხოვდნენ გვამებს. ამაში აერიათ ვიღაცებს, ეს ასე არ არის. ამავდროულად, იქნებ გვითხრათ ისიც, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ბევრი ქმედება გახდა კიდევ უფრო მეტად კრიმინირებული. დღეს მარტო ქურდული სამყაროს წევრობა კი არ არის დანაშაული, არამედ მიმართვაც დანაშაულია. ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის და გთხოვთ, ვიღაც გზააბნეული პოლიტიკოსების საყურადღებოდ ვრცლად ისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,026 ნახვა
%d bloggers like this: