მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა ბომბებს გაუძლო, ხალხი გადარჩა,-ამის შესახებ უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ბორისლავ ბერეზა წერს.
„დიახ!!! მარიუპოლის დრამთეატრში არსებულმა თავშესაფარმა რუსულ ბომბებს გაუძლო. ხალხი გადარჩა და უკვე გარეთ გამოდის!!! რაშისტებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობა არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ თეატრი სინდისიერად არის აშენებული“,-წერს ბერეზა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსეთმა დაბომბა მარიუპოლის თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს
Facebook Comments Box