Uncategorized

თამთა მეგრელიშვილი: 2008 წლის ომში, საკუთარი ომიდან გაქცეული და წითელ ხიდზე მდგარი ისევ ეს ომის პარტია გამახსენდა. ომიდან ორ კვირაში სრულ მზადყოფნაში მყოფი კრემლის ლაქუცისა და დიდი კონცერტების გამართვისთვის

Nusagi

,,წლებია ქართულ ენაზე რუსული საქმის კეთება მათი საავტორო უფლება გახდა. თხოვნით მივმართავ შესაბამის უწყებებს ყურადღების მიღმა არ დარჩეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარება რადგან ქართულ სახელმწიფოში ამ კაცის, მისი პარტიული ძალის ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივები შორს აღარ უნდა წავიდეს.,’ -ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.

როგორც მეგრელიშვილი წერს, სწორედ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური დავალებაა რუსული ანტისახელმწიფოებრივი გეგმის ქართულ სახელმწიფოში განხორციელება.

,,საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული რუსული სადეზინფორმაციო კამპანია სააკაშვილის აღიარებით დაიწყო. დღეს მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარება – თუ როგორ მოქმედებას გეგმავს “ვიღაცა” სინამდვილეში კი თავად “ნაციონალური მოძრაობა”.

სააკაშვილი აცხადებს: “იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან” როგორც ჩანს ოპოზიციაში უკანალის ჩვენების ახალ ვერსიაზე შეჯერდნენ. სააკაშვილი აცხადებს: “არცერთი მოწოდება არ უნდა წამოვიდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენ სადღაც უნდა წავიდეთ და რაღაცა ავიღოთ” ამ დროს, ზუსტად ამ დავალებით, წავიდეთ, ავიღოთ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეყუჟული ქუჩის აქტივისტები საგანგებოდ დაწერილ დაბეჭდილი პლაკატებით უკვე მზად ჰყავს.

სააკაშვილი აცხადებს: “რუსეთის მთავრობა საქართველოს მთავრობას მოსთხოვს დაუყოვნებელ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მთავრობა კი მზად იქნება ამისთვის”. ამაზეც 2008 წლის ომში საკუთარი ომიდან გაქცეული და წითელ ხიდზე მდგარი ისევ ეს ომის პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” გამახსენდა ომიდან ორ კვირაში სრულად მზადმყოფი ყველაფრისთვის, მათ შორის კრემლში ლაქუცისა და დიდი კონცერტების გამართვისთვის.

სააკაშვილის თვითაღიარება დაგეგმილ პროვოკაციებზე საყურადღებოა. სწორედ ამ პარტიის პოლიტიკური დავალებაა რუსული ანტისახელმწიფოებრივი გეგმის ქართულ სახელმწიფოში განხორციელება. წლებია ქართულ ენაზე რუსული საქმის კეთება მათი საავტორო უფლება გახდა. თხოვნით მივმართავ შესაბამის უწყებებს ყურადღების მიღმა არ დარჩეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარება რადგან ქართულ სახელმწიფოში ამ კაცის, მისი პარტიული ძალის ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივები შორს აღარ უნდა წავიდეს.’’ წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,436 ნახვა
%d bloggers like this: