Uncategorized

იან კელი: საქართველო უნდა ებრძოლოს რუსეთის აგრესიას, დავინახოთ რისი გაკეთება შეუძლია უკრაინის  მხარდასაჭერად

საქართველო,  როგორც შავი ზღვის ქვეყანა, უნდა ებრძოლოს რუსეთის აგრესიას და მის ძალისხმებას,  რომ შავი ზღვა აქციოს  რუსეთის ზღვად  – ამის შესახებ  აშშ-ის ყოფილი ელჩმა  საქართველოში იან კელიმ  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს როგორც საზღვაო სახელმწიფოს,  მეტის პოტენცია აქვს.  

“ვფიქრობ, საქართველოს უნიკალური პოზიცია აქვს რეგიონში, რომლის გამოყენება უფრო ეფექტურადაა  შესაძლებელი. მაგალითად,  შავ ზღვასთან  დაკავშირებით. ენერგოდერეფნის,   სავაჭრო დერეფნის თვალსაზრისით, როგორც   საზღვაო სახელმწიფოს კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ გააკეთოს მეტი და გავიდეს შავი ზღვის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე.  დავინახოთ რისი გაკეთება შეუძლია დამატებით საქართველოს, უკრაინის  მხარდასაჭერად. 

ომი დასრულდება და კარგი იქნება, რომ საქართველომ თავის თავის პოზიციონირება მოახდინოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანამ, რომელმაც უნდა შექმნას რეგიონული მიდგომა,  რომ ებრძოლოს რუსეთის აგრესიას და მის ძალისხმებას,  რომ შავი ზღვა აქციოს რუსეთის ზღვად“, – განაცხადა იან კელიმ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ჩართვისას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,647 ნახვა
%d bloggers like this: