დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეს კონფლიქტი-სპეცოპერაცია მშვიდობით დასრულდება,-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ იაპონურ ტელეკომპანია TBS-სთან, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, პუტინი ზელენსკის აბსოლუტურად მისაღებ ვარიანტს შესთავაზებს და თუ ზელენსკი დათანხმდება, სისხლისღვრაც შეწყდება.
„დღეს ეს კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინა და რუსეთმა მოილაპარაკონ და ზელენსკიმ და პუტინმა ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას. თუ ზელენსკი უარს იტყვის, დამიჯერეთ, მალე მას კაპიტულაციაზე ხელმოწერა მოუწევს. რუსეთი ამ ომიდან დამარცხებული არ გავა“,-განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსი არ აპირებს ჩაერთოს საომარ მოქმედებებში.
„ჩვენ არ ვესხმით თავს უკრაინას, არ ვბომბავთ, ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ და გვინდა, მშვიდობით დასრულდეს ყველაფერი. დასავლეთი კი, ვერ შეძლებს ომში ჩაგვითრიოს, ამერიკელებს და მის მოკავშირეებს ძალიან უნდათ, რომ კონფლიქტში ჩაგვრთონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ“,-აცხადებს ლუკაშენკო.