მხეცი სულ სხვაგან ზის, არც კრემლში და არც თეთრ სახლში, არც რადაში და არც დუმაში. მხეცი ჭადრაკს თამაშობს ცვილისგან თლილი ფიგურებით.
როქი…როქი.. -იქნებ კიდევ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა შემოვიყვანო ცინკის დაფაზე?
-მხეცი ბორგავს, ქრისტეს სისხლი ნახა და ახლა ვეღარ ჩერდება. ბეჭებზე დადებული საქართველო უნდა!
-მანდ ხომ ბევრი პაიკია გეკადრება? -მანდ მეფეები არ კვდებიან!
-მინდა!მინდა!მინდა! მანდ ხვამლია, მანდ ამირანია, მანდ სვეტია ცხოველი, მანდ პატარა გოგოს დაწნილი ჯვარია, რომელსაც ეთაყვანებიან, მანდ ვაზია… უნდა დ ა ვ ა მ თ ა ვ რ ო, აღდგომამდე სუსტები არიან!
მხეცი შფოთავს,გვეძახის და გვითრევს… ო, როგორ უნდა ცინკის დაფაზე ორმაგი ქიში და შამათი … დღეს 12.00 სრულიად საქართველოში სანთლები აინთება! ეს მაცხოვრის სულია… მშვიდობა განტევების ვაცად გცეულ მამულს… ფ რ თ ხ ი ლ ა დ! მხეცის ცხელ სუნთქვას ვგრნობ…“,-წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.