Uncategorized

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოდის და ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამართავს

კიევში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი დღეს ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს  შეხვდება, – ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრები განიხილავენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში, ასევე, კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განცხადებას.

გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე განიხილება ეკონომიკური სანქციების გავლენა ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას და მიმდინარე მიგრაციულ ვითარებას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,647 ნახვა
%d bloggers like this: