საქართველოში ომი არ იქნება!!! არააა!!!… მაინც ბოლომდე გვაწვებიან! მაინც ბოლომდე გვიმეტებენ! მაინც უნდათ, რომ ამოვწყდეთ! მაინც უნდათ, ახალი ცხელი წერტილი საქართველოში! ომი უნდათ! ომი!!! ,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.
ხათუნა ხოფერია ნატო-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ამ უკანასკნელმა ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა საქართველოსთვის არა მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერის თაობაზე.
ხათუნა ხოფერიას თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სამშობლოს ხალხის და ხელისუფლების ერთიანობა, რათა ქვეყანა უკრაინის მსგავსად, სისხლისმღვრელ ომში არ იქნეს ჩათრეული.
„დღეს, საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს ჩვენ ვწყვეტთ! ჩვენ- საქართველოს მოსახლეობა! ამ ვირიშვილებმა ააოხრეს უკრაინა! სწორედ, იარაღის შეგზავნით და უკრაინის “ სიყვარულით” გააგიჟეს ცხოველი! მიუგდეს მხეცს ხორცი საძიძგნად’ სწორედ, უკრაინაზე “ ზრუნვით”, ბავშვების და ქალების სისხლით მორწყეს იქაურობა! დიახ, ყველაფერი დაიწყო ზუსტად ასე!!!დიახ, ყველაფერი დაიწყო ბევრი იარაღის ჩუქებით!
დღეს, მხოლოდ ხალხს შეუძლია ხელისუფლების მიერ დეკლარირებული მშვიდობიანი პოლიტიკის დაცვა! უნდა შევქმნათ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა! უნდა გავიდეთ ქუჩაში! უნდა მოვუწყოთ საპროტესტო აქციები ამერიკის საელჩოს, გაეროს ოფისს. უნდა შევძლოთ შევაჩეროთ იარაღის შემოტანის პროცესი!!! სასწრაფოდ უნდა ამოვაღებინოთ პარლამენტს კონსტიტუციიდან ის რაღაც სამარცხვინო ჩანაწერი ალიანსთან დაკავშირებით! არც ერთი პროვოკაციისთვის შემოტანილი “ დახმარება” არ ინდა დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე!
უტილიზაცია ჩვენი შვილების სიკვდილის მაცნეებს! სამშობლო საფრთხეშია! ჩვენი შვილების სიცოცხლე გაწირულია!!! სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!!! სრულიად ერი და ბერი მშვიდობის სადარაჯოზე! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“,-წერს ხათუნა ხოფერია.