Uncategorized

გია აბაშიძე: წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ “ევროპული საქართველოს” მავნებელმა სუბიექტმა გიორგი კანდელაკმა (ბრიუსელში უვიზო რეჟიმის გაუქმების თანალობისტი) წერილი მიწერა ლიეტუველ ევროპარლამენტარს რასა იუკნევიჩიენეს

Nusagi

წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ თურმე 17 მარტს, “ევროპული საქართველოს” მავნებელმა სუბიექტმა გიორგი კანდელაკმა (ევროსაბჭოს კაპიტულანტური #1633 რეზოლუციის ხელმომწერი, ბრიუსელში უვიზო რეჟიმის გაუქმების თანალობისტი) წერილი მიწერა ლიეტუველ ევროპარლამენტარს რასა იუკნევიჩიენეს. წერილში კანდელაკი აღნიშნავს, რომ შარშან, თბილისის აეროპორტში გადაიღო სტალინის სასუვენირო ბიუსტი და კარგი იქნება თუ ევროპარლამენტარი ამას “ტვიტერზე” გამოაქვეყნებს და გააფრთხილებს საქართველოს მთავრობას – ასე თქვენ ვერ შეხვალთ ევროკავშირში!

კანდელაკი პირობას იძლევა, რომ იუკნევიჩიენეს ამ “ტვიტს” მედია აიტაცებს და იტყვის, რომ ევროპარლამენტმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება. ქალბატონმა იუკნევიჩიენემ გუშინ მართლაც გამოაქვეყნა შესაბამისი ტენდენციური “ტვიტი”, რაც მედიამ აიტაცა.

მე კი, ხსენებულ ევროპარლამენტარს კომენტარებში გავუგზავნე რამდენიმე სტატია – დასავლეთის რომელ ქვეყნებში იყიდება ჰიტლერისა და მუსოლინის სუვენირები. თუ ეს წერილი ავთენტიკურია, ყველაფერი ცხადზე ცხადია – მავნებლური ლობიზმი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!

საინტერესოა, გიორგი კანდელაკის საჯარო განმარტება ამ წერილის ნამდვილობაზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,172 ნახვა
%d bloggers like this: