პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოში ჩამოდის, ნიშნავს, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი პარტნიორი ვართ

Nusagi

ასეთ დროს, როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოში პრემიერთან სასაუბროდ ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი პარტნიორი ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკას“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მათეუშ მორავიეცკის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

„უკრაინის შემდეგ პოლონეთი ევროპაში ყველაზე უფრო კრიზისულ ვითარებაშია ლტოლვილების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის, შიდაეკონომიკური ვითარებისა და სხვა ფაქტორების გამო. ასეთ დროს, როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოში პრემიერთან სასაუბროდ ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი პარტნიორი ვართ, ჩვენი აზრი აინტერესებთ და ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო თანამეგობრობაში, ასევე ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრდო კოორდინაცია გვაქვს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ხელაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,784 ნახვა
%d bloggers like this: