უცხოური მედია

„მესმის ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს“ – იენს სტოლტენბერგი

Nusagi

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის კარგად ესმის, თუმცა ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. ამის შესახებ pravda.com წერს

„მესმის პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, რადგან ისინი პრეზიდენტი პუტინის დამპყრობელი ჯარების სასტიკი, უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა – გერმანია თამაშობს მთავარ როლს ამ ძალისხმევაში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთმა ომის გამო „უპრეცედენტო სანქციებით“ „მაღალი ფასი“ უნდა გადაიხადოს. სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინულ ჯარებს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიან, ეს ყველაფერი კი „უკრაინას დაეხმარა რუსული ჯარების შემოჭრის წინააღმდეგ“.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ აუცილებელია, ეს კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და არ გასცდეს უკრაინის საზღვრებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,836 ნახვა
%d bloggers like this: