უცხოური მედია

პუტინმა რუსეთის წინაშე აშშ-ის და ევროკავშირის დეფოლტი გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, ფაქტობრივად, გამოაცხადეს დეფოლტი მოსკოვის წინაშე თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე. ამის შესახებ lenta.ru წერს.

„რუსეთის ბანკის სავალუტო რეზერვების ნაწილის გაყინვის უკანონო ქმედებები ხაზს უსვამს ე.წ. პირველი კლასის აქტივების სანდოობას. ფაქტობრივად, აშშ-მაც და ევროკავშირმაც გამოაცხადეს რეალური დეფოლტი რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

მანამდე, მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა და აღნიშნა, რომ დასავლეთმა დაბლოკა რუსეთის ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს შეასრულოს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით, რუბლით გადახდით. სილუანოვის თქმით, კრედიტორების მიერ რუსული ვალუტის კონვერტაცია გამოიწვევს ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას.

„ვალები, რომლებიც ჩვენ უნდა გადავუხადოთ ქვეყნებს, რომლებიც არამეგობრულნი არიან რუსეთის ფედერაციის მიმართ და შეზღუდავენ ოქროსა და სავალუტო რეზერვების გამოყენებას, სწორედ ამ ქვეყნებს გადავუხდით ვალებს რუბლით“, – განაცხადა მინისტრმა. 

საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა განაცხადა , რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს პროცენტის გადახდას დოლარის ობლიგაციებზე რუბლით, ეს ქმედება ნიშნავს დეფოლტს 30 დღის შემდეგ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,661 ნახვა
%d bloggers like this: