პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით საუბრობს

აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს. ვის რა უნდა, უნდა თუ არა საერთოდ ჩართვა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. ასე რომ, ესეც გვაჩვენებს რა არის რეალური მიზანი ამის უკან. არის ისტერიის აწევა და ა.შ., – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის დეპუტატების ინიციატივას შეეხებოდა. საუბარია საქართველოს პარლამენტის წინაშე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის საკითხზე.

„საერთოდ საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან რა კავშირი აქვს, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინას შორის არ ყოფილა და ამით ეს საკითხი არის გარკვეული.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, „ქართლი ოცნება“ არც კი განიხილავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,013 ნახვა
%d bloggers like this: