პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სანქციებით საქართველო მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს და რუსეთს ვერაფერს დააკლებს

Nusagi

რუსეთის მიმართ დაწესებული ყველა სანქცია არის ისეთი, რომ საქართველოს ამასთან დაკავშირებით არანაირი ბერკეტი არ აქვს და არც კი შეუძლია, რომ რამენაირად ამის მონაწილე იყოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ სანქციებთან დაკავშირებით უკვე ყველა, მათ შორის ოპოზიციაც ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ეთანხმება.

„საქართველოს არ შეუძლია რაიმე ისეთი ეკონომიკური სანქცია დაუწესოს რუსეთს, რომელიც უფრო მეტად ავნებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს. ამ სანქციებით საქართველო მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს და რუსეთს ვერაფერს დააკლებს. ეს უკვე ყველასთვის ცხადია და კარგია, რომ მათ შორის ოპოზიციაც ამას აცნობიერებს. სანქციებს რაიმე რეალური დატვირთვა არ ექნება, უბრალოდ ეს განსაკუთრებით დრამატულად აისახება ისევ ჩვენს მოსახლეობაზე. ელჩების განცხადებაც ამას მოწმობს. ჩვენ ამ საკითხზე საუბარიც არ გვაქვს, რომ საქართველოს მხრიდან იყოს ისეთი ნაბიჯები, რომელიც შედეგს არ მოიტანს. გარდა ამისა, თუ გადავხედავთ სანქციებს იქ არ არის არაფერი ისეთი, რომელსაც საქართველო შეიძლება მიუერთდეს ან არა. ჩვენი მდგომარეობით იცით, რომ გვაქვს შეზღუდული ურთიერთობა რუსეთთან, ამიტომ რაიმე დამატებითზე საუბარი რთულია. კონკრეტულ საკითხებს, რომ გადავხედოთ, მაგალითად, რუსეთთან დაწესდა სამხედრო მრეწველობის კუთხით ვაჭრობისას შეზღუდვა. ჩვენ არანაირ სამხედრო მრეწველობაზე ვაჭრობა რუსეთთან არ გვაქვს, შესაბამისად, ამ სანქციას ვერ მივუერთდებით. ასევე არის სხვა საკითხები, რომელიც რეალურად გავლენას ახდენს სანქციის კუთხით, მაგრამ ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ყველა ის სანქცია, რაც დაწესებულია დღეს, არის ისეთი, რომ საქართველოს არც კი შეუძლია, რომ რამენაირად ამის მონაწილე იყოს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,198 ნახვა
%d bloggers like this: