მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე კონცერტი გაიმართა, რომელიც რუსული სააგენტოების ინფორმაციით, „რუსეთთან ყირიმის მიერთების“ მერვე წელს მიეძღვნა.
სტადიონზე შეკრებილთა წინაშე გამოვიდნენ რუსი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები.
სცენაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობა სწორად მოიქცა, როდესაც მკაცრი ბარიერი აღმართა ნეონაცისტების წინააღმდეგ. მისი თქმით, ყირიმში, ასევე უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში მცხოვრებლები არ ეთანხმებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას .
„მათ წინააღმდეგ აამოქმედეს დამსჯელი ზომები, მოაქციეს ბლოკადაში, ესროდნენ, ბომბავდნენ. ეს იყო გენოციდი და სწორედ ამის წინააღმდეგ ტარდება სპეცოპერაცია“,-განაცხადა პუტინმა.
Facebook Comments Box