Uncategorized

ველოდებით საბრძოლო დავალებას, მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ

Nusagi

ძალიან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი, უკრაინაში მყოფი, საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 მისი თქმით, ლეგიონის წევრები საბრძოლო დავალებას ელოდებიან.

„დეშეკა“ არ შემხვდა. მაინც „ვჩალიჩობ”. ძალიან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას. ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელები ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით. სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ – წერს ელისაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,836 ნახვა
%d bloggers like this: