ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში,TV-პირველის“ მფლობელის ვახტანგ წერეთლის დედას – ნანული ხუნდაძეს გააჩნია საცხოვრებელი ფართი, რის გამოც, ხუნდაძე სხვა მეპატრონეებთან ერთად, დახმარების სახით ბათუმის მერიისგან ყოველთვიურად 1000 ლარს იღებს” – ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.
„TV-პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის დედა და ცნობილი ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მეუღლე ნანული ხუნდაძე ქალაქ ბათუმის მერიიდან ყოველთვიურად 1000 ლარს, იღებს, რათა ქალაქ ბათუმში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი დაიქირაოს და ქუჩაში არ დარჩეს.
ნანული ხუნდაძე და მისი ოჯახი რეალურად ბათუმში არ ცხოვრობენ. წერეთლების ოჯახს 26 მაისის ქუჩაზე კორპუსში უბრალოდ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი. ვატო წერეთლის დედას ალტერნატიული საცხოვრებელი ქალაქ ბათუმში არ სჭირდებოდა, თუმცა მან მაინც მოითხოვა კომპენსაცია და დღემდე აღნიშნული თანხა ერიცხება“ – ნათქვამია სიუჟეტში.