“საბულინგე”, მოდური ახალი თემაა – თუ შენ ომი არ გინდა, ააა, ესე იგი პუტინის მონა ხარ! და “რაშა ოკუპანტ” და და პროფილის ფოტოზე რომელიმე დროშა, ან თუნდაც რუსული მავთულხლართები. ეს ყველაფერი კომპლექტში თუ არ აკეთე, ესეიგი რუსეთუმე ხარ, თან გავარვარებული,-წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი მსახიობის და მწერლის, ქართლოს კასრაძის შვილი ნაის კასრაძე.
„ჩემდა სამწუხაროდ, რუსოფობი ვარ, ვცდილობ ფობიიდან უბრალო ზიზღამდე დავარეგულირო ეს გრძნობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ არ მინდა ჩვენი შვილები უთანასწორო ბრძოლაში დაიხოცონ, ფრენდებიდან ამომშალა რამდენიმე “გულმხურვალემ”.
დიახ, არ მინდა ომი! და ეს ქვეყანაც ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის მინდა და თუ ისინი ამოწყდებიან, და თუ რუსეთი აისრულებს დიდი ხნის სანუკვარ ოცნებას “გრუზია ბეზ გრუზინ”, ამას წინასწარ ტაშს ვერ დავუკრავ.
მასშტაბით უკრაინას თუ საქართველოს შევადარებთ, სამწუხაროდ, 1 კვირის ოპერაცია ვართ. და კიდევ რა მინდოდა მეთქვა, როგორც მახსოვს, დედას თუ ერთი ვაჟი ჰყავდა ომში არ მიჰყავდათ, გვარი რომ არ ამომწყდარიყო, ჰოდა, საქართველოც რუსეთთან მიმართებაში დედისერთა ვაჟივითაა, არ იქნება ეს ბრძოლა თანასწორი და მინდა ყველანაირად ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ!
და ბოლოს.. ანკეტისთვის – ა) ზელენკის ენაცვალოს ჩემი თავი, ომი თუ მოიგო, და კიდევ ბ) პუტინი უნდა ჩაძაღლდეს!“,-წერს ნაის კასრაძე.