პოსტები სოციალური ქსელიდან

რა ეშველება ახლა ამ პროცენტნახევრიან ,,სამადავოლნი ბალვანს”?.. უკაცრავად, ოკუპანტურ ენაზე წამომცდა… ამ თავდაჯერებულ იდიოტს?!-გელა ზედელაშვილი

,,თავდაჯერებული იდიოტი!

გიორგი ვაშაძე: ,,დასავლელი პარტნიორები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ რეალური საფუძველი აქვთ იფიქრონ, საქართველოს ხელისუფლება არ არის ცივილიზებული სამყაროს გვერდით, გზავნილი არის ასეთი: ორ სკამზე ჯდომა არ გამოუვა არავის”.

დიახ, დასავლელმა პარტნიორებმა მისტერ ჯუნიორს ასევე გაუმხილეს, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!შემდეგ კი იგივე დასავლელმა პარტნიორებმა ის იგავ-არაკი შეახსენეს, მამამ შვილები რომ დაიბარა, თითო ისარი ჩამოურიგა და უთხრა, დაამტვრიეთო. იმათაც მეტი რა გზა ჰქონდათ? ადგნენ და მამის თვალწინ ისრები დაამტვრიეს!ეხლაო, განუცხადა მამამ შვილებს, ისრების კონა გადაამტვრიეთო. ეჯაჯგურნენ, ხან აქედან ეცადნენ, ხან იქიდან, იხვნეშეს, იკვნესეს, ვერაფერი მოუხერხეს.ეგე, ჰხედამთ, რო ძალა ერთობაშიაო? სათითაო ისარი იოლად გადაამტვრიეთ, კონას კიდე ამდენი ხანი ეჯაჯგურენით და არაფერი გამოგივიდათო. დიახ, დასავლელმა პარტნიორებმა ჯუნიორთან საუბრისას ასევე განაცხადეს, რომ თუკი ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. ქართველი პოლიტიკოსი დაეთანხმა, მე ყოველთვის მჯეროდა, კეთილმან რომ ბოროტსა სძლია, ის ყოველთვის გრძელი იყოვო. მეტიც, ამას წინებზე თურმე დადასტურდა, რომ ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!

რა ეშველება ახლა ამ პროცენტნახევრიან ,,სამადავოლნი ბალვანს”?.. უკაცრავად, ოკუპანტურ ენაზე წამომცდა… ამ თავდაჯერებულ იდიოტს?!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი, გიორგი ვაშაძეზე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,554 ნახვა
%d bloggers like this: