Uncategorized

რუსების 32,4% მხარს უჭერს რუსეთის საქართველოში შემოჭრას, ხოლო 75% – პოლონეთში – Active Group-ის კვლევა

რუსების 86,6% მხარს უჭერს პოტენციურ თავდასხმას ევროკავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის: პოლონეთში ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და სხვა ქვეყნებში. აღნიშნული სოციოლოგიური კვლევა „Active Group-მა“ ჩაატარა.

რუსების 75,5% ეთანხმება შემდეგ ქვეყანაში სამხედრო შეჭრის იდეას და მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს პოლონეთი. რესპონდენტების აზრით, ეს იქნება ე.წ. რუსეთის ფედერაციის სამხედრო სპეცოპერაციის ლოგიკური გაგრძელება. უფრო მეტიც, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 75% თანახმაა მათი მთავრობის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული მოქალაქეების 32,4% მხარს უჭერს რუსეთის საქართველოში შემოჭრას.

გამოკითხულთა მხოლოდ 13,4%-ს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებში სამხედრო შეჭრაზე. 46% კი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რუსეთის მთავრობამ უნდა შეუტიოს ევროკავშირს, ხოლო 40,6% ვარაუდობს საომარი მოქმედებების გაფართოებას.

კვლევის თანახად, სამი ქვეყანა, რომელიც გამოკითხვის მიხედვით რუსეთის სამიზნე იქნება არის: პოლონეთი (75,5%), ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი (39,6%). გამოკითხვაში რესპონდენტებს საშუალება ჰქონდათ შეერჩიათ რამდენიმე ქვეყანა.

რუსების მხოლოდ 25,5% ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გამოყენებას. გამოკითხულთა 40,3% მიიჩნევს, რომ ბირთვული თავდასხმა აბსოლუტურად მისაღებია, ხოლო 34,3% მხარს დაუჭერს გარკვეულწილად რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრი შეიძლება იყოს კრემლის პოტენციური ქმედებების ნიშანი მსოფლიო საზოგადოებისთვის.

„გამოკითხვის ზოგადი შთაბეჭდილება ისეთია, რომ რუსები, რომლებიც დათანხმდნენ გამოკითხვაში მონაწილეობას, აგრესიულები არიან არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირის მიმართაც. რესპონდენტები ან უარს ამბობდნენ გამოკითხვაში მონაწილეობაზე, მას შემდეგ რაც თემის შინაარსს იგებდნენ, ან ამბობდნენ, რომ მხარს უჭერენ რუსეთის შემდგომ შეჭრას სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა კვლევითი კომპანია „Active Group“-ის დამფუძნებელმა ანდრი ერემენკომ.

pia

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,540 ნახვა
%d bloggers like this: