,,დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები თავსმოხვეულ. ფიზიკურ, ინფორმაციულ, პირად ომშია. მთელი მსოფლიო შეშფოთებული და გადაშფოთებული თვალს ადევნებს ამ ყველაფერს, ხან მეტნაკლებად ერევა-ძირითადად ინფორმაციულ ომში. ტელეეკრანებზე სისხლი, გვამები ისე გააქტიურდა, რომ მგონი თვალი შევაჩვიეთ კიდეც ამ საშინელებას.
საიტებზე იმდენი ერთმანეთის ლანძღვა, წყევლა – კრულვაა, რომ ხანდახან ვფიქრობ, რაის ბომბი, დაბომბილი და განადგურებული ვართ უკვე!
ადამიანების კომენტარებს როცა ვკითხულობა გაოცებული ვარ, როგორ ატარებენ ამდენ სიბოროტეს, ამპარტავნებასა და აგრესიას-ვისი აგრესია გიკვირთ ხალხო? შეხედეთ საკუთარ თავებს რას დაემსგავსეთ ან ტელეეთერებში ან კომენტარებში!
მხოლოდ სიყვარული და ერთიანობა გადაარჩენს მსოფლიოს და კაცობრიობას! მხოლოდ ადამიანობა გადაარჩენს დედამიწას ! რა მტერი უნდა დავამარცხოთ, როცა ოცდაოთხი საათი ერთმანეთის დამარცხება განადგურებით ვართ დაკავებული…. ღმერთო შენ გვაპატიე, რადგანაც არა ვუწყით რას ჩავდივართ.”წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი ნანა ახვლედიანი