ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღესდღეობით ქვეყანაში ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებელი დასტაბილურდა. ახალი შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემცირებულია, დადებითობის მაჩვენებელიც 5%-ს არის ჩამოცილებული, რეპროდუქციის ინდექსიც უკვე დიდი ხანია ინარჩუნებს ერთზე დაბალ ნიშნულს. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა დღეს ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 7 შემთხვევა დაფიქსირდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილურდება, თუმცა, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ჯერჯერობით გლობალურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტი რჩება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,013 ნახვა
%d bloggers like this: