Uncategorized

ექიმები შიშობენ, რომ ჟირინოვსკი ვერ გადარჩება

ექიმები შიშობენ, რომ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის გადარჩენას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ ura.news იუწყება.

სეპტიკური შოკის და ფილტვის გათიშვის შედეგად მთლიანობაში უარყოფითი დინამიკა შეინიშნება. ექიმები იბრძვიან ჟირინოვსკის გადასარჩენად, მაგრამ შიშობენ, რომ ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ძალზე რთული იქნება“ – წერს ტელეგრამ-არხი SHOT.

21 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა დამძიმდა,. თუმცა რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს ჭორებია და ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში „გეგმურ მკურნალობას“ გადის. 

ვლადიმერ  ჟირინოვსკი საავადმყოფოში 9 თებერვალს გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ გართულდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,490 ნახვა
%d bloggers like this: