უცხოური მედია

ვაშინგტონმა მოსკოვთან ურთიერთობის ესკალაცია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს – რუსეთის საგარეო უწყება

„ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობების ესკალაცია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.

„რა უნდა გაკეთდეს ურთიერთობის შესანარჩუნებლად ? სწორი კითხვაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობის ესკალაცია, ასევე უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. უნდა შეწყვიტონ მუქარა რუსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებს რიაბკოვი. 

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი- ვაშინგტონის ურთიერთობის დაძაბვა ამერიკული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არის განპირობებული. 

 „ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ბოლომდე მივიყვანოთ“, – დასძინა რიაბკოვმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,009 ნახვა
%d bloggers like this: