უცხოური მედია

ზელენსკი-პუტინის შეხვედრა უკრაინაში მშვიდობის გასაღებია – პოდოლიაკი

„უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არის გასაღები მშვიდობის აღდგენისთვის. შეხვედრა შეიძლება გაიმართოს მაშინ, როდესაც შემუშავებული იქნება შესაძლო კომპრომისები პირისპირ საუბრისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. 

პოდოლიაკის თქკით, ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე.

„ზელენსკი დღეს ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ზუსტად ესმის ყველა ასპექტი იმისა, რაც დღეს ორ ქვეყანას შორის ხდება.

ეჭვგარეშეა, რომ ასეთი შეხვედრა არის გასაღები მშვიდობისთვის. გვაქვს კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც სურთ ამ შეხვედრის ორგანიზება, ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ ომის ცხელი ეტაპი დასრულდეს. როცა მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში გეგმა შემუშავდება, წინასწარი დოკუმენტები გადაეცემა პრეზიდენტებს და შეფასება მოხდება. ეს უკვე საგზაო რუკაა, რომლის პირისპირ განხილვაც შეიძლება“, – თქვა პოდოლიაკმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,654 ნახვა
%d bloggers like this: