რამდენიმე მედიასაშუალებას ვუთხარი და აქაც დავწერ ნეიტრალიტეტის თემაზე, რომელიც ნაცსექტამ ააგორა:კონკრეტული ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უნდა შეთანხმდნენ მისი მეზობელი ქვეყნები. მარტივად – ცხვარმა თუ გამოაცხადა ნეიტრალური ვარო, მთავარია ამაზე მგელი და დათვი უნდა შეთანხმდნენ, რომ ცხვარი არ შეჭამონ,-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინა ითხოვს, რომ თანახმაა ნეიტრალიტეტზე თუ ამაზე ექნება რუსეთისა და ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიის დასტური. კიდევ რა ეშმაკობებია რუსეთის მოთხოვნებში, ამაზე ვერ ვისაუბრებ.
ნეიტრალიტეტის გარდა არსებობს უბლოკო სტატუსი. (მაგალითად, ავსტრია, შვედეთი). თუ, მაგალითად, პარიზმა და ბერლინმა კიევს საჯაროდ უთხრეს დაივიწყე ნატო, მერე რა ხდება? ან თუ იგივე გაგვიმეორეს ჩვენ?საქართველოს შემთხვევაში კი, ეს ჯერ არ დგას დღის წესრიგში. შეუგნებლების გასაგონად გავიმეორებ – მშვიდობის მომხრე ევროატლანტიკოსი ვარ.უკიდურესი სიბრიყვეა ეს ყველაფერი დააბრალო ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”. რაც არ უნდა პროფესორი იყოს ესა თუ ის დამბრალებელი ოპოაქტორი, 0-ია მისი ფასი!“,-წერს გია აბაშიძე.