22 მარტს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.
სააგენტო PIA.GE გთავაზობთ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს სრულად:
? პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში გაუქმდა. ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. თუმცა, პირბდის ტარების ვალდებულება რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში
? ე.წ. დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან
? გაქუმდა თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან
? საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის
? საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე