Uncategorized

უკრაინის გენპროკურორი პოროშენკოზე: პიოტრ ალექსეევიჩი იმ ასაკშია, რომ ქვეყნას ვერ დატოვებს, ვერსად გაიქცევა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გრძელდება. 

ირინა ვენედიქტოვას თქმით, ქვეყანაში ცხოვრება გრძელდება და პოროშენკოს საქმე გამონაკლისი არ არის. მისივე თქმით, „პიოტრ ალექსეევიჩი (პოროშენკო) ვერსად გაიქცევა, რადგან იმ ასაკშია, რომ ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს“.

გენპროკურორი აღნიშნავს, რომ ძიება გრძელდება მიუხედავად სამუშაოს ტემპის შენელებისა.

„დღეისთვის გამოძიების დინამიკა შემცირებულია, თუმცა პროცესი გრძელდება“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ საქმე აღძრულია ტერორიზმის დაფინანსებისა და სახელწიფოს ღალატის მუხლით. პოროშენკოს ბრალი ედება 2014-2015 წლებში საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გამოყენებაში , რა დროსაც თითქოსდა, რუსეთის დავალებით, გაწყვიტა ხელშეკრულება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ქვანახშირის შესყიდვაზე და ხელშეკრულება დადო დონბასთან. თავად პოლიტიკოსი ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,360 ნახვა
%d bloggers like this: