უცხოური მედია

ფინეთსა და გიბრალტარში რუსების 22 იახტა დააკავეს

Nusagi

ფინეთის საბაჟომ 21 იახტა დააკავა, რომლებიც სანქციების ქვეშ მყოფ რუსებს ეკუთვნოდათ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, გიბრალტარში დააკავეს იახტა „აქსიომა“, რომელიც რუს მილიარდერს დიმიტრი პუმპოიანსკის ეკუთვნის. ის, ასევე, სანქციების ქვეშ იმყოფება.

გამოცემა The Insider-ის ინფორმაციით, შვეიცარიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის პიოტრ ავენის უძრავი ქონება დააყადაღა. ეს ქონება ბერნის გოლფის კურორტზე მდებარეობს.

რაც შეეხება რომან აბრამოვიჩს, მან თავის სუპერიახტა „ეკლიპსი“ თურქეთში გადაიყვანა. იახტა MY Solaris ამჟამად ბოდრუმშია გაჩერებული.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო მხოლოდ იტალიაში რუსეთის მოქალაქეების აქტივები გაიყინა, რომელთა საერთო ფასი 780 მლნ ევროს შეადგენს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,482 ნახვა
%d bloggers like this: