Uncategorized

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“ – რუსებს ნუ დაასწრებთ მათთვის სასარგებლო თემების წამოწევას

Nusagi

,,არ მოგცემთ უფლებას უმტროთ საქართველოს ისეთი თემის წამოწევით, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებულად დამაზიანებელია საქართველო ეროვნული ინტერესებისათვის. – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნეიტრალიტეტის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

„ნუ იმეორებთ ამ სიტყვას ამოჩემებულივით. ამ თემას შეეშვით ხალხნო. საქართველოს მტრობთ ამ თემის აქტუალიზაციით, მე ამ თემაზე პასუხს არ გაგცემთ და არ მოგცემთ ამ თემის აქტუალიზაციის საშუალებას. არ მოგცემთ უფლებას, უმტროთ საქართველოს ისეთი თემის წამოწევით, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით, არის დამაზიანებელი საქართველოსათვის, მისი ეროვნული ინტერესებისათვის და ერთიც, ერთ რამეს გირჩევთ ყველას, ნაცმოძრაობის ყველა წევრს გეხებათ აბსოლუტურად, რუსებს და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%, ნუ დაასწრებთ მათთვის სასარგებლო თემების წამოწევას. ამას გთხოვთ ძალიან. ამ თემის სიღრმეებში მეტს აღარ შევალ და ალბათ მიხვდებით. თქვენი შეფასებებია ეთიკურად შეუთავსებელი ჟურნალისტის საქმიანობასთან“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,779 ნახვა
%d bloggers like this: