პოსტები სოციალური ქსელიდან

,,მოდი ეხლა ერთად დავადგინოთ ერთხელ და სამუდამოდ-რას ნიშნავს და რას მოიცავს სიტყვა “რუსეთუმე”-ნინო ახობაძე

Nusagi

,,მოდი ეხლა ერთად დავადგინოთ ერთხელ და სამუდამოდ-რას ნიშნავს და რას მოიცავს სიტყვა “რუსეთუმე” ?ეს უნდა გავარკვიო აუცილებლად, თორემ სულ თან მდევს უხერხულობის განცდა აქაური-სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული უზადო ქართველების წინაშე. მაშ ასე, რუსეთუმე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც:

1) ეთაყვანება პუტინს და ამართლებს მის პოლიტიკას;

2) ეროვნების მიუხედავად უყვარს ადამიანები, მათ შორის ჩვეულებრივი, მშვიდობისმოყვარე რუსებიც და გარეწარი ქართველისგან უფრო სტკივა, ვიდრე გარეწარი რუსისგან;

3) სიყვარულით და სიამტკბილობით იხსენებს ახალგაზრდობას, მათ შორის მოსკოვებში და ლენინგრადებში გატარებულ ე.წ. “პაეზდკებს” და ამას არანაირად არ უკავშირებს არც ლენინს და არც სტალინს ?;

4) ჰყავს რუსი ეროვნების მეუღლე და შესაბამისად ნახევრად რუსი შვილები;

5) თავის კედელზე დებს ხოლმე რუსულ სიმღერებს და უყურებს რუსულ სერიალებს, ფილმებს და ბედავს და უყვარს ეს ფილმები! ???;

6) ასევე, ბედავს და ლაპარაკში ურევს რუსულ სიტყვებს! და საერთოდაც, ინგლისურზე კარგად ფლობს რუსულს;

7) თბება რუსული გაზით;

8). ცხრა მაისს პატივს მიაგებს დიდ სამამაულო ომში დაღუპულ ადამიანებს და მათ გმირად მოიხსენიებს;

9) შემოსავალი აქვს რუსეთიდან და ცოცხალი თავით არ ამბობს უარს ამ ფულზე;და ბოლო

10) საქართველოს მოქალაქე, რომლის მამამ მიჰქარა და დედამისი ცოლად მოიყვანა საბჭოთა პერიოდში, რასაც მოჰყვა ის რომ ამ მოქალაქის დედამ იმშობიარა საბჭოთა დროს! მოეთმინა ბატონო და გაეჩინა შვილი მაშინ, როცა ერი ევროინტეგრაციისაკენ ისწრაფვის! –

—–აი ამ ათი პუნქტიდან ამოარჩიეთ და დამაწყნარეთ, თორემლამისაა ფეხის წვერებზე ვიარო აქ, რამდენიმე ჩემი გაევროპელებული ფრენდის წინაშე ??

ვაბშეტა, მე ჩემი ქვეყანა სიგიჟემდე მიყვარს და არც ერთი სხვა კურსი არ მხიბლავს, თუმცა იმასაც ვხვდები რომ ასეთი მეზობლის ხელში არ არის იოლი იყო: თავისუფალი. გაუმარჯოს ევროპელებს თავის ევროპაში, ამერიკელებს ამერიკაში და რუსებს რუსეთში…დაგვანებოს რაა ყველამ თავი ((ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, ერთხელ კიდევ არ ჩამასუნთქო გაგრის ჰაერი…. (((( ???

აბა , გელოდებით უპასუხეთ კითხვარს ბოლო-ბოლო გავიგო რა არის ეს “რუსეთუმე”მართლა მაინტერესებს, დედის გინებას გაუტოლდა ლამის და ხომ უნდა ვიცოდე რას ნიშნავს. უი მე-11 პუნქტი გამომრჩენია

11) ვინც თავის კედელზე წამდაუწუმ არ წერს: “რუსებოოო შეგ@ციით”!!!!

აი ახლა შეგიძლიათ მიპასუხოთ ?“-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ახობაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,774 ნახვა
%d bloggers like this: