Uncategorized

გავხდი რუსეთის ინტერესის მიზანი- დომენიკ მანგო უკრაინას ტოვებს

Nusagi

ბლოგერი დომენიკ მანგო, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებში უკრაინაში წავიდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დომენიკ მანგო აცხადებს, რომ მისი მისია დასრულებულია .

„ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში. მიზეზი იმისა, თუ რატომ გადამეკიდა რუსული მედია (და შესაბამისად გავხდი რუსეთის ინტერესის მიზანი), ის არის, რომ ასამდე დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ჩამოვიყვანე უკრაინაში. ეს ქართველები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ქართულ ლეგიონთან ერთად. ძალიან ამაყი ვარ, რომ ომის დაწყების მესამე დღიდან უკვე გზაში ვიყავით და ჩვენ ერთერთი პირველი ვართ საქართველოდან, ვინც უკრაინაში ჩამოვედით.

ასევე ათობით უკრაინელი დევნილი გავარიდე იმ დამქანცველ შეყოვნების პუნქტს და ამ აქტივობის გაგრძელებას კიდევ ვაპირებ.

ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ამ საქმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კიდევ ერთი პატარა მტერი ავიკიდე, რუსეთი.

მალე დავბრუნდები საქართველოში, მანამდე ფილტვები და ბრონქები უნდა ვიმკურნალო, ჯანმრთელობა შემერყა ცოტა. ეს ბიჭები ჩემი ძმები და მამები არიან! მალე დამთავრდება ეს ომი და ისინი გამარჯვებულები დაბრუნდებიან. მიყვარხართ.

ცნობისთვის, გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოდან სატანისტების ლიდერი დომენიკ მანგო ჩავიდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: