Uncategorized

ლევან ნიკოლეიშვილი: როდემდე უნდა ვითმინოთ, დემოკრატიის სახელით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები? სახელმწიფოს ცეცხლს გრანტიჭამია არასამთავრობოები უხსნიან

Nusagi

,,ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს ქალბატონი არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე გახლავთ. ეს იცით, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციაა- უცხოური გრანტებით გაძეძგილი, დემოკრატიის ნიღაბ ქვეშ ამოფარებული და სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი, და ფაქტიურად მისი აზრების გამჟღერებელი რომაა სწორედ ის,’ -ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეკა გიგაურის განცხადებას.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს – კაპიტნის ჩინის მქონე ადამიანს, ალბათ გეგმაც ექნება შედგენილი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს, როგორი ტაქტიკით და რა ძალებით უნდა ვიმოქმედოთ.

,,როგორც ეკა გიგაური ამბობს, რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ, ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ.

„ისე, ალბათ, როგორც კაპიტნის ჩინის მქონე ადამიანს, ალბათ, გეგმაც ექნება შედგენილი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს როგორი ტაქტიკით და რა ძალებით უნდა ვიმოქმედოთ. ისიც ეცოდინება ჯერ აფხაზეთი თუ სამაჩაბლო, თუ ორივე ერთად? „შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთო!“ თან, როცა იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აგებს (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი, ევროკავშირი და NATO ვერ იძახის ამას ასე დარწმუნებით, და გიგაურმა იცის!), შეიძლება ომი დასრულების თარიღიც იცოდეს, გვითხრას ბარემ, რას გვაწვალებს!

სხვათა შორის, ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, სხვებთან ერთად რომ მოგიწოდებდა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით უნდა დაეხმაროს საქართველოო. ეს ჩვენ ვერ ჩავწვდით და ეკა გიგაურმა იცოდა, რომ უკრაინაში ძალაგამოცლილი რუსეთი, საქართველოს ვერაფერს გაუბედავდა და ნახეთ, როდის განსაზღვრა უკრაინისთვის ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა?! რაც არ უნდა იყოს კაპიტნის ჩინი აქვს და ეცოდინებოდა! ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდემდე უნდა ვითმინოთ დემოკრატიის სახელით ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და ქმედებები? ხან ტუსაღი სააკაშვილი გამოყოფს თავს გისოსებიდან, ხან მისი მონა-მორჩილი ოპოზიცია, ხანაც გააფთრებული ოპოტელევიზიებად წოდებულები, ახლა კი სახელმწიფოს ცეცხლს გრანტიჭამია არასამთავრობოები უხსნიან (პირველად არა!) . საინტერესოა, მათ დამფინანსებელ-მხარდამჭერ უცხოელ დონორებს მინიმუმ არ რცხვენიათ? უნდა კი საქართველოში რუსეთის მიერ მეორე ფრონტის გახსნა? უკრაინაში ყველაფერი კარგადაა? ევროპას და ამერიკას წყნარად სძინავს?’’ -წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,327 ნახვა
%d bloggers like this: