უცხოური მედია

„მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი დედამიწაზე, რომელმაც 2008 წელს პუტინი დაამარცხა“ – მარია ბარაბაში

Nusagi

„სააკაშვილი არის ერთადერთი დედამიწაზე, რომელმაც 2008 წელს პუტინი დაამარცხა“, –  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა მარია ბარაბაშმა „მთავარი არხის“ ეთერში  განაცხადა. 

მარია ბარაბაშის თქმით, საქართველომ მიხეილ სააკაშვილის  უკრაინაში გადაყვანაზე  უარი განაცხადა. 

ამასთან, ბარაბაში ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება სჭირდება. 

„დიდი სირცხვილია, რომ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადმოყვანაზე. თუმცა, ეს სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არ არის. მიმაჩნია რომ ეს უარი საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდება. მიხეილ სააკაშვილს პირველ რიგში კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება. ის უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში უკანონო პატიმარია.

ის ერთადერთია, ვისაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს და იმავდროულად, იყო სხვა ქვეყნის პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი დედამიწაზე, რომელმაც 2008 წელს პუტინი დაამარცხა. უკრაინის პრეზიდენტს სწორედ მისი გამოცდილება სჭირდება რათა ერთად დაამარცხონ პუტინი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: