უკრაინელმა მაგებმა შეისმინეს ზელენსკის ოფისის მრჩევლის, არესტოვიჩის მოწოდება და აპირებენ გამართონ რიტუალების სერია პუტინის გადასაყენებლად და დასამარცხებლად, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 22 მარტს არესტოვიჩმა უკრაინელ ჯადოქრებს ფეისბუქის მეშვეობით მიმართა, ორგანიზაცია „”Ведьмин Котел”-მა კი, ოკულტური ორგანიზაციის გეგმა გამოაქვეყნა ამ ინიციატივის მხარადასაჭერად.
„31 მარტს მთვარის 29-ე დღეს, ჩვენ, უკრაინელი ჯადოქრები უცხოელ კოლეგებთან შეთანხმებით, ჩავატარებთ უკრაინელი ხალხის მტრის-ვლადიმერ პუტინის დასასჯელ რიტუალს“,-ნათქვამია საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რიტუალი 3 ნაწილად ჩატარდება. პირველი- უკრაინის მთებში.
„უკვე შეგროვდა 13 უკრაინელი ჯადოქარი, მზადდება საკურთხევლის დანები უმაღლესი ძალებისთვის მსხვერლის შესაწირად“.
რიტუალის მეორე ნაწილი აპრილშია დაგეგმილი და მასში მონაწილეობას უცხოელი ჯადოქრებიც მიიღებენ. თუ პირველს შედეგი არ ექნება, ჯადოქრებს იმედი აქვთ, რომ რიტუალის მეორე ნაწილი უფრო შედეგიანი იქნება,.
მესამე ნაწილი იქნება შელოცვა იზოლაციაზე, პუტინის ახლობელი ადამიანების ღალატზე და დამნაშავეთა დასჯაზე.
ოკულტური ორგანიზაციის ანონიმი ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, ირონიით არ მოეკიდონ აღნიშნულ რიტუალებს და არ შეუშალონ ხელი. მისივე თქმით, რიტუალების გამართვის ადგილი მკაცრად გასაიდუმლოებულია, რათა ჯადოქრები მტრის სამიზნედ არ იქცნენ.