გრიგორი და იგორ სურკისებმა უკრაინა 26 თებერვალს დატოვეს. მათ საზღვრის გადაკვეთამდე დეკლარაციაში არ მიუთითებიათ, რომ თან ნაღდი ფული ჰქონდათ, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, უნგრეთში კი 17,6 მლნ დოლარი დაადეკლარირეს.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, 26 თებერვალს, საზღვრის გადაკვეთისას ძმები 100 ათასი დოლარის ღირებულების Mercedes-Benz ML 500 – ს და 700 000 დოლარი ღირებულების Maybach S650 – ს თავად მართავდნენ. გრიგორი სურკისთან ერთად მანქანაში ნიკიტა კულეშოვი (დაბ. 2002წ), ზოია კოსტრიკინა (დაბ. 1961წ), ალექსეი ბორისოვი (დაბ. 1993წ) და დანა შევჩუკი (დაბ.1996წ) იყვნენ, ხოლო იგორ სურკისთან ერთად ოლგა რომანოვა (მეუღლე), ვიაჩესლავ სურკისი (გრიგორი სურკისის შვილი) და იანა სურკისი (იგორ სურკისის შვილი).
სურკისებმა მესაზღვრეების და მებაჟეების იგივე ცვლის დროს გადაკვეთეს სასაზღვრო პუნქტი, რომელი ცვლაც იყო ამ რამდენიმე დღის წინ უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის არსენ ავაკოვის თანაშეემწის მეუღლის, ანასტასია კოტვიცკაიას მიერ საზღვრის გადაკვეთისას და მის მიერ დეკლარირების გარეშე 28 მლნ აშშ დოლარი და 1,3 მლნ ევრო ნაღდი ფულის გატანისას.
გრიგორი სურკისი კიევის „დინამოს” (1993-1998) და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 92000-2012), აგრეთვე უეფას ვიცე-პრეზიდენტი (2013-2019) იყო. მისი უმცორი ძმა იგორ სურკისი კიევის „დინამოს” პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო 1998-2002 წლებში, 2002 წლიდან დღემდე კი კლუბის პრეზიდენტია.